9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

6HFB2N3W გამოქვეყნდა 19 ოქტ 34 ნახვა

გაყიდვების ხელმძღვანელი

დისქაუნთ დეპო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე

საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი შპს "დისქაუნთ დეპო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

თუ გაქვთ FMCG / Household Retail ან სადისტრიბუციო სექტორში გაყიდვების მართვისა და მომწოდებლებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გამოცდილება, გაეცანით საინტერესო შემოთავაზებას:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • Retail Startup პროექტის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში პროცესების მართვა და კოორდინაცია;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, პირველადი კომუნიკაციის დამყარება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • საბითუმო ბაზრობების, სავაჭრო ცენტრებისა და მომწოდებლების რეგულარული მოძიება საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში - საზღვარგარეთ;
  • პროდუქციის ასორტიმენტის შერჩევა, ფასების კვლევა და კომერციული პირობების შეთანხმება მომწოდებლებთან;
  • ფასებზე, ფასდაკლებებსა და მიწოდების პირობებზე ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
  • ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ახალი ბრენდებისა და პროდუქციის მოძიება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
  • პროდუქციის შესყიდვის, მიწოდებისა და მარაგების პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • საწყობის, ლოგისტიკის, მარკეტინგის და ფინანსურ გუნდებთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
  • ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნის პროცესში აქტიური მონაწილეობა, მათ შორის პროდუქციის შერჩევის, მომარაგებისა და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია;
  • ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და ფასების მუდმივი მონიტორინგი;
  • პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმართვა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
  • საჭიროების შემთხვევაში მივლინებებში მონაწილეობა საქართველოში და საზღვარგარეთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება FMCG/Household ან სადისტრიბუციო სექტორში გაყიდვების მიმართულებით;
  • საბითუმო ვაჭრობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომწოდებლებთან მუშაობისა და კომერციული მოლაპარაკებების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა (ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მზადყოფნა ხშირი გადაადგილებისა და საველე მუშაობისთვის;
  • შედეგზე ორიენტირებული, პრაქტიკული მიდგომა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • განვითარებული ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ინიციატივიანობა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ ახალი და მასშტაბური Retail ქსელის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე;
  • დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ პერსპექტივას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების ხელმძღვანელი"

მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისკაუნტ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისკაუნტ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა