მენეჯერი
Duty Free Points აცხადებს ვაკანსიას ყაზბეგის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
საჭირო რაოდენობა 1 ახალი თანამშრომელი; მოქმედი მენეჯერული სტრუქტურის ფარგლებში ანგარიშვალდებულება DFP-ის დირექტორი; სამომავლოდ შესაძლებელია რეგიონული მენეჯერი უშუალო გუნდი კონსულტანტ-მოლარეები, საწყობის თანამშრომლები და ცვლის პასუხისმგებლები სამუშაო ადგილი ყაზბეგის სასაზღვრო duty-free ობიექტი
როლის მიზანი მართოს ყაზბეგის 24-საათიანი საცალო და სასაწყობე ოპერაცია, გუნდის მუშაობა, სალარო და მარაგი, უსაფრთხოება, შესრულების მაჩვენებლები და DFP-ის ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება.
ძირითადი პასუხისმგებლობები - საცალო და სასაწყობე ოპერაციების ყოველდღიური მართვა და ოთხი გუნდის მუშაობის კოორდინაცია. - 09:00 საათის ინვენტარიზაციასა და ცვლის გადაბარებაზე დასწრება, დათვლის ხარისხის კონტროლი და სხვაობის მოკვლევის დაწყება. - POS-ის, ნაღდი ფულის, 1C-ის, მიღება-გაცემის დოკუმენტებისა და საჭიროების შემთხვევაში CCTV-ის შეჯერება. - გრაფიკის, ჩანაცვლების, დასვენების და არყოფნის მართვა დამტკიცებული სამუშაო დროის წესის ფარგლებში. - თანამშრომლების სწავლება, ქოუჩინგი, შესრულების შეფასება და კანდიდატის შერჩევის რეკომენდაცია. - გაყიდვების, მარაგის ხელმისაწვდომობის, მომსახურების, ინვენტარის სიზუსტისა და გუნდის შედეგების კონტროლი. - დაბრუნებების, ფასდაკლებების, POS კორექტირებების, ჩამოწერებისა და საქონლის გადატანის კონტროლი უფლებამოსილების ფარგლებში. - 22:00-მდე საწყობში ტვირთის მიღების და გაცემის უზრუნველყოფა საჭიროეების შემთხვევაში. - უსაფრთხოების, duty-free წესების, ინციდენტის, გზის ჩაკეტვისა და ევაკუაციის პროცესების კოორდინაცია. - ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან; სამომავლოდ რეგიონულ მენეჯერთან.
აუცილებელი მოთხოვნები - ეფექტური ქართული, ფუნქციური რუსული და საქმიანი კომუნიკაციის უნარი. - Excel-ის, POS-ის და ოპერაციული ანგარიშგების საბაზისო კომპეტენცია. - გუნდის მართვა, კონფლიქტის მოგვარება, გრაფიკის დაგეგმვა და კონტროლის პროცესების დაცვა. - ყაზბეგში სტაბილური მუშაობის, როტაციის ან რელოკაციის რეალური შესაძლებლობა. - პრაქტიკული მენეჯერული შეფასებისა და რეკომენდაციების შემოწმების გავლა.
სასურველი გამოცდილება - 2–3 წელი საცალო ან მსგავს ოპერაციაში და მინიმუმ 1 წელი გუნდის ზედამხედველობაში, ან შესაბამისი პრაქტიკული მტკიცებულება. - მარაგისა და სალაროს კონტროლის გამოცდილება. - 1C-ში მარაგის მართვის პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანი უპირატესობაა. - ინგლისური ენა უპირატესობაა. - duty-free გამოცდილება უპირატესობაა.
ენები - ქართული — ეფექტური სამუშაო დონე. - რუსული — ფუნქციური სასაუბრო დონე. - ინგლისური — უპირატესობა.
სამუშაო პირობები - რეკომენდებული საწყისი გრაფიკია 2-2 კვირა, ყოველდღე 09:00–18:00, 09:00 საათის გადაბარებაზე სავალდებულო დასწრებით; საბოლოო გრაფიკი შეთანხმებადია. - განიხილება მენეჯერისა და შემცვლელის ორკვირიანი როტაცია. მოდელი უნდა შეიცავდეს კანონით მოთხოვნილ დასვენებას, შესვენებას და სამუშაო საათების წერილობით აღრიცხვას. - მენეჯერისთვის DFP ქირაობს სახლს და ფარავს კომუნალურ ხარჯებს. - უშუალო ხელმძღვანელია DFP-ის დირექტორი; სამომავლოდ განიხილება რეგიონული მენეჯერის პოზიცია.
შედეგების შეფასება - გაყიდვების და დამტკიცებული მარჟის მიზნების შესრულება. - სალაროსა და ინვენტარის სიზუსტე და სხვაობების დროული მოკვლევა. - მარაგის ხელმისაწვდომობა, პროდუქტის სწორი მოძრაობა და ჩამოწერის კონტროლი. - გრაფიკის დაფარვა, დასწრება, თანამშრომელთა შენარჩუნება და სწავლების დასრულება. - მომსახურების, უსაფრთხოების, duty-free და შიდა პროცედურების დაცვა. - ანგარიშგების დროულობა და ინციდენტებზე რეაგირება.
პრაქტიკული შეფასება - მოულოდნელი არყოფნის შემთხვევაში ცვლის დაფარვის გეგმის შედგენა. - სალაროს ან ინვენტარის სხვაობის მოკვლევის ეტაპების ახსნა. - 1C-ის, Excel-ის ან მსგავსი სისტემის პრაქტიკული დავალება. - სუსტი თანამშრომლისთვის უკუკავშირის და გაუმჯობესების გეგმის მომზადება. - ოპერაციული ან უსაფრთხოების ინციდენტის ესკალაცია. - მოკლე გაყიდვების/მარაგის ანგარიშის ანალიზი და პირველი 30 დღის პრიორიტეტების ჩამოყალიბება.
სწავლება - DFP-ის ოპერაციული წესები და ანგარიშგება. - POS, 1C, ინვენტარის მოკვლევა და ჩამოწერა — IT-ის, ნინოსა და გიგას მონაწილეობით. - შრომის უსაფრთხოება, duty-free წესები, ინციდენტები, გზის ჩაკეტვა და ევაკუაცია.
ანაზღაურება და სარგებელი ფიქსირებული ხელფასი ხელზე 3,000 GEL + ყოველთვიური გაყიდვების ბონუსი% საცხოვრებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სახლი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.