ანაზღაურებადი სტაჟირება პორტფელის მონიტორინგის მიმართულებით
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პორტფელის მონიტორინგის მიმართულებით (რეაბილიტაციისა და პრობლემური აქტივების მართვის განყოფილებაში).
მდებარეობა: ბათუმი; ჭავჭავაძის #55 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი) სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი) სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ: - გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
სტაჟირების მანძილზე, სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება გამოცდილება მიიღოს შემდეგი მიმართულებებით: - სისტემატიური კომუნიკაცია კლიენტებთან და ადგილზე ვიზიტი; - ვადაგადაცილებაში/დავალიანებაში მყოფი კლიენტების პორტფელის დამუშავება და შესაბამისი ანალიზის გაკეთება; - ვადაგადაცილების ფაილის დამუშავება; - ჩარიცხვების კონტროლი; - სხვადასხვა შიდა დოკუმენტაციის/აქტების მომზადება; - საჭიროების შემთხვევაში იურისტებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა; - კომიტეტისთვის რეპორტის მომზადება/გატანა; - რეპორტინგის წარმოება; - აქტივების დასაკუთრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების; ეკონომიკის; ფინანსების და/ან იურიდიული მიმართულებით) - ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - Microsoft Office პროგრამების ცოდნა საბაზისო-სამომხმარებლო დონეზე.
დამატებითი უნარ-ჩვევები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/sA4KDPtd
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.