8,964 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6TWTHGA4 გამოქვეყნდა 25 სექ 11 ნახვა

მეპ სოლუშენსი

მეპ სოლუშენსი

საწყობის მენეჯერი

მეპ სოლუშენსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" მრავალწლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს, თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნების შესაბამისად მოახდინოს პოზიციონირება, საინჟინრო მომსახურების სფეროში.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საინჟინრო სფეროს გარდაქმნას ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტურ, ჭკვიან სისტემებად. ჩვენი კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს http://mepsolutions.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00; შაბათი, 09:00-15:00 სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი განათლება: ბაკალავრის ხარისხი ლოგისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე დისციპლინის მიმართულებით.

პოზიციის შესახებ

საწყობის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება საინჟინრო სისტემების მასალებისა და მოწყობილობების საწყობის სრული საოპერაციო ციკლის მართვაზე — პროდუქციის მიღებიდან, შემოწმებისა და განთავსებიდან, მარაგების აღრიცხვასა და კონტროლამდე, კომპლექტაციასა და გაცემამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • საინჟინრო მასალების, მოწყობილობებისა და კომპონენტების მიღება, რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;
  • მიღებული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი თანმხლებ დოკუმენტაციასთან;
  • მასალების სწორად დახარისხება, მარკირება, განთავსება და შენახვის პირობების უზრუნველყოფა;
  • საწყობში არსებული მარაგების სისტემატური აღრიცხვა და კონტროლი;
  • შემოსული და გაცემული მასალების დოკუმენტური აღრიცხვა;
  • ობიექტებისა და პროექტების მოთხოვნების შესაბამისად მასალების კომპლექტაცია და გაცემა;
  • საწყობიდან მასალების გადაადგილებისა და დაბრუნებების კონტროლი;
  • სხვადასხვა სამუშაო ობიექტისთვის საჭირო მასალების დროული მომზადებისა და მიწოდების კოორდინაცია;
  • პერიოდული და სრული ინვენტარიზაციის ორგანიზება და განხორციელება;
  • ფაქტობრივ ნაშთებსა და სააღრიცხვო მონაცემებს შორის სხვაობების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • მარაგების მინიმალური და ოპტიმალური რაოდენობის კონტროლი;
  • საჭირო მასალების დეფიციტის შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
  • დაზიანებული, დეფექტური ან ჩამოსაწერი მასალების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცესების მართვა;
  • საწყობის სივრცის ეფექტურად გამოყენებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • საწყობში უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების დაცვა;
  • საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • შესყიდვების, ლოჯისტიკის, პროექტების მენეჯერებისა და ობიექტის გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • საწყობის ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებასა და მარაგების მართვის ეფექტიანობის ზრდაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • Excel-ისა და სასაწყობე პროგრამების ცოდნა.
  • საწყობის ოპერაციების, მარაგების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საინჟინრო, სამშენებლო ან ტექნიკური მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "საწყობის მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მეპ სოლუშენსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა