8838 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

77T0FWNN გამოქვეყნდა 29 სექ 6 ნახვა

კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი

ფილიალის მენეჯერი

კონტაქტჰოუმი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

"Kontak"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ფილიალის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

  • მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა;
  • მაღაზიის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მაღაზიაში პროდუქციის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ფასმაჩვენებლების მოწესრიგებულობისა და ეფექტური განთავსების კონტროლი;
  • სალაროს პროგრამული და რეალური ნაშთის გადამოწმება და მეილის საშუალებით ქსელის მმართველთან დაფიქსირება;
  • საქონლის მარაგების ნაშთების კონტროლი, დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს, რომელსაც აქვს:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • ტექნიკის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, დაგეგმვისა და სტრატეგიული ხედვის უნარი;
  • გუნდის ეფექტური მართვის უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (ინდივიდუალური და საოჯახო);
  • Fitpass;
  • წელიწადში 3 ანაზღაურებად Day Off-ს;
  • კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 ოქტომბერი .

(გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("Subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი, ქუთაისი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში — შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კონტაქტჰოუმი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა