8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7CZX29FS გამოქვეყნდა 29 სექ 15 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე

თბილისი სტაჟირება განათლება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ოქტ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის შესარჩევად.

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).

შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
  • ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office; Internet Browser).

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
  • დასაბუთების უნარი;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
  • კრეატიულობა;

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

  • "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს;
  • ფაკულტეტის დებულებას;
  • თსუ წესდებას.
  • პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

დეკანის თანაშემწის პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შესრულება:

1) დეკანის კორესპონდენციის მართვა; 2) დეკანის ელექტრონული მიმოწერის მიზნობრივი ადმინისტრირება: ელექტრონულ ფოსტაზე და ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში შემოსული შეტყობინებების ყოველდღიური გაცნობა, დახარისხება, რეგისტრაცია და დეკანის მითითებით შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება; 3) ფაკულტეტზე მოსაწყობი სხვადასხვა სახის ღონისძიებების (სტუდენტების გაცილება/დახვედრა; წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება, აკადემიური პერსონალის ღონისძიებების და სხვ.) დაგეგმვა და ორგანიზება: ღონისძიების სცენარის დაგეგმვა; აუდიტორიების მოძიება; თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან და უნივერსიტეტის გაზეთთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება, ანონსისა და პრესრელიზის მომზადება; ღონისძიებისთვის საჭირო მასალების მოსამზადებლად და დასაბეჭდად სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობა; 4) თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტისათვის" ფაკულტეტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის დროული მიწოდება; 5) ფაკულტეტის ვებგვერდისა და ფეისბუქგვერდის ადმინისტრირება, მოწოდებული ინფორმაციის და ვაკანსიების ფაკულტეტის ვებგვერდსა და/ან ფეისბუქგვერდზე განთავსება - თსუ კარიერული განვითარების ცენტრის მიერ მოწოდებული ვაკანსიების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და სხვა სამსახურების მიერ მოწოდებული გასავრცელებელი ინფორმაციის მყისიერი მიწოდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის; თსუ-ს სხვადასხვა სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის, საბჭოს სხდომის ოქმების, ფაკულტეტის სამართლებრივი აქტების ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსება; 6) თსუ ვებგვერდისთვის ფაკულტეტის მასალების მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება. 7) საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის ვებგვერდისთვის ინფორმაციის ან სხვა სახის მასალის ტექსტების ქართულიდან ინგლისურზე და პირიქით თარგმნა; 8) მონიტორინგისა სამსახურისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება და სხვა; 9) საჭიროებებიდან გამომდინარე ფაკულტეტის დეკანისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • განცხადება
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიცია".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა