უძრავი ქონების განვითარების მენეჯერი
ვეძებთ აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ და მოლაპარაკების ძლიერი უნარების მქონე უძრავი ქონების განვითარების მენეჯერს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება თბილისში ახალი საინვესტიციო და დეველოპერული შესაძლებლობების მოძიება.
პოზიცია: უძრავი ქონების განვითარების მენეჯერი სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: 2, 000 ლარი + შედეგზე დამოკიდებული ბონუსები
ძირითადი მოვალეობები:
- მიწის ნაკვეთებისა და სხვა საინტერესო უძრავი ქონების აქტიური მოძიება;
- ბაზარზე არსებული ახალი შეთავაზებების ყოველდღიური მონიტორინგი;
- მესაკუთრეებთან პირდაპირი დაკავშირება და მოლაპარაკებების წარმოება;
- უძრავი ქონების აგენტებთან და ბროკერებთან ურთიერთობების განვითარება;
- ობიექტის განვითარების პოტენციალის პირველადი შეფასება;
- ფასსა და გარიგების პირობებზე მოლაპარაკება;
- საინტერესო ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია
- და წარდგენა;
- საჭიროების შემთხვევაში ობიექტების ადგილზე დათვალიერება.
კანდიდატისგან ველოდებით:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერ უნარებს; ** ინიციატივიანობასა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს; ** მაღალ პასუხისმგებლობასა და შედეგზე ორიენტაციას; ** აქტიური სატელეფონო კომუნიკაციისა და ახალი კონტაქტების მოძიების მზაობას; ** უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესს; ** საოფისე და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარს. ** უძრავი ქონების, დეველოპმენტის, გაყიდვების ან მოლაპარაკებების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: 2, 000 ლარი + შედეგზე დამოკიდებული ბონუსები.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც მხოლოდ შემოსულ შეთავაზებებს არ დაელოდება — თავად აქტიურად მოძებნის ახალ შესაძლებლობებს, დაუკავშირდება მესაკუთრეებს და იმუშავებს რეალური გარიგებების შექმნაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.