ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
ჰოლდინგური კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
https://goldway.com.ge/ https://www.facebook.com/goldwayco
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. ანაზღაურება : ფიქსირებულ ხელფასი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- რეკრუტინგის ციკლის დაგეგმვა/მართვა:
- Onboarding/Offboarding- პროცესის მართვა
- კომპანიის HRM პროცესების განხორციელება;
- სხვადასხვა ტიპის ელექტრონული/მატერიალური ბრძანებების: დანიშვნის, გათავისუფლების, პოზიციის ცვლილების, ხელფასის ცვლილების, შვებულების, დეკრეტულ შვებულებაში გასვლა/შეწყვეტა/გაგრძელების, დისციპლინარული საქმეების ადმინისტრირება;
- თანამშრომლების სამუშაო განრიგების ადმინისტრირება, კონტროლი;
- კომპანიის თანამშრომლების ტრენინგების და წახალისების დაგეგმვა/მართვა.
- შეფასების სისტემების დანერგვა და მართვა;
- სახელფასო უწყისზე მუშაობა (Payroll)
- თანამშრომლებისთვის სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;
- დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის ბენეფიტების ადმინისტრირება:
- კომპანიის ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა.
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- შრომის კოდექსის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა;
- Fitpass;
- კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;
- ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: https://buildsmart.ge/job-apply/hr-manager/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "HR მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.