8,745 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8KM7ZEZG გამოქვეყნდა 22 სექ 6 ნახვა

KK & Partners

KK & Partners

პირადი/კორპორატიული მძღოლი

KK & Partners გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 23 ოქტ

იურიდიული კომპანია "ქეი ქეი ენდ პარტნერსი" (KK & Partners) აცხადებს ვაკანსიას პირადი/კორპორატიული მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის ხელმძღვანელის, თანამშრომლებისა და ხელმძღვანელის ოჯახის წევრების (განსაზღვრულ დროს) უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება;
  • დამსაქმებელთან მუდმივი და ოპერატიული კომუნიკაცია დავალებების მისაღებად და შესასრულებლად;
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ და სუფთა/მოწესრიგებულ მდგომარეობაში მუდმივი შენარჩუნება;
  • ავტომობილის დაზიანების ან შეკეთების საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებლის დაუყოვნებლივი ინფორმირება; სარემონტო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარების ორგანიზება;
  • ავტომობილის გეგმური ტექნიკური დათვალიერებისათვის (ინსპექტირებისთვის) მომზადება და დადგენილ ვადებში გავლა;
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით, მკაცრი დაცვა;
  • გადაადგილების მარშრუტების დაგეგმვა, კონტროლი და ცვლილებებზე (საცობები, ალტერნატიული გზები) სწრაფი რეაგირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მითითებების შესრულება; ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმება.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი;
  • ანაზღაურება: 2 000 ლარი (ხელზე ასაღები / Net).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • მძღოლად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება პირად ან კორპორაციულ მძღოლად მუშაობის გამოცდილება);
  • საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა და უსაფრთხო ტარების უნარი;
  • პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

(სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მძღოლი")

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
KK & Partners
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა