SOC ანალიტიკოსი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას SOC ანალიტიკოსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** SIEM სისტემაში უსაფრთხოების მოვლენებისა და ალერტების მონიტორინგი და ანალიზი; ** ალერტების (Alerts) ვალიდაცია, კატეგორიზაცია, პრიორიტეტიზაცია და ცრუ დადებითი (False Positive) შემთხვევების იდენტიფიცირება; ** საეჭვო აქტივობებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მოკვლევა; ** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების კრიტიკულობის შეფასება, პრიორიტეტიზაცია და შესაბამისი რეაგირება; ** სხვადასხვა ლოგისა და მონაცემთა წყაროს კორელაცია ინციდენტის მიზეზისა და მასშტაბის დასადგენად; ** Threat Intelligence-ისა და IOC-ების გამოყენება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და ანალიზისთვის; ** SOC Dashboard-ების ანალიზი და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა, მათ შორის საჭირო მეტრიკებისა და ვიზუალიზაციების განსაზღვრა; ** განმეორებადი ალერტებისა და მონიტორინგის ხარვეზების გამოვლენა, SIEM Detection Rule-ების ლოგიკის ანალიზი და გაუმჯობესება, ასევე ახალი Detection Rule-ების შემუშავებაში მონაწილეობა; ** მიმდინარე კიბერსაფრთხეების, მოწყვლადობებისა და შეტევის ახალი მეთოდების მონიტორინგი; ** შესრულებული სამუშაოების, გამოვლენილი ინციდენტებისა და უსაფრთხოების მოვლენების შესახებ პერიოდული რეპორტების მომზადება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** Windows/Linux ლოგებისა და ქსელური პროტოკოლების საბაზისო ცოდნა; ** კიბერსაფრთხეების, IOC-ებისა და გავრცელებული შეტევის მეთოდების ცოდნა;
სამუშაო გამოცდილება:
** კიბერუსაფრთხოების/SOC მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** SIEM პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** უსაფრთხოების ალერტებისა და ინციდენტების დამოუკიდებლად ანალიზის გამოცდილება.
კომპეტენციები;
** დეტალებზე ორიენტირებული ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი ** ვერბალური და წერითი კომუნიკაცია ** ინფორმაციის შეგროვების უნარი ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი ** შედეგზე ორიენტირებულობა ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი ** დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო განაკვეთი: სრული ** ბენეფიტები
** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass ** დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 1 ოქტომბრის ჩათვლით.
ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1280/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.