8627 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

91W8PDT7 გამოქვეყნდა 9 სექ 6 ნახვა

არქი

არქი

შესყიდვების უფროსი სპეციალისტი

არქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ შესყიდვების უფროს სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:

** სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; ** მოთხოვნის მიღება და დამუშავება (ტექნიკური სპეციფიკაციების დაზუსტება დამკვეთთან); ** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა, პოტენციური მომწოდებლების შეფასება და პირობების შეთანხმება; ** იმპორტული საქონლის ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება; ** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება კომპანიის შესყიდვების პოლიტიკით განსაზღვრული წესის მიხედვით; ** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით; ** აუცილებელია შესყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ ან სასტუმროების შესყიდვების მიმართულებით; ** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel); ** აუცილებელია, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით:

https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
არქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა