ტექნიკოსი, ინსტალატორი
შპს "მოდერნ ტექნოლოჯი 2020" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის / ინსტალატორის / სამონტაჟო სამუშაოების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ტექნიკური სამუშაოებით დაინტერესებულ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება სახანძრო უსაფრთხოების, სუსტი დენების, ელექტრო და საინჟინრო სისტემებთან დაკავშირებულ სამუშაოებში.
ძირითადი მოვალეობები:
- კაბელების გაყვანა და დაერთება
- სახანძრო სიგნალიზაციის კაბელების გაყვანა;
- ოპტიკური კაბელების გაყვანა;
- ელექტრო და სუსტი დენების კაბელების გაყვანა;
- კაბელების გაყვანა პროექტისა და სქემების შესაბამისად;
- საჰაერო და მიწისქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურაზე მუშაობა;
- საკაბელო არხების, გოფრირებული მილებისა და სხვა შესაბამისი სამონტაჟო ელემენტების მოწყობა.
- სახანძრო და საევაკუაციო სისტემები
- სახანძრო დეტექტორების მონტაჟი და დაერთება;
- სტრობ-სირენების მონტაჟი და დაერთება;
- ავარიული/საევაკუაციო სანათების მონტაჟი და დაერთება;
- EXIT ნიშნების მონტაჟი და დაერთება;
- სახანძრო სიგნალიზაციის სხვა მოწყობილობების მონტაჟი და დაერთება პროექტის შესაბამისად.
- ვენტილაციისა და კვამლგაწოვის სისტემები
- ჰაერსატარების დაერთება შესაბამის მოწყობილობებთან და ელემენტებთან;
- სახანძრო და კვამლსაწინააღმდეგო დამპერების დაერთება;
- დამპერების ელექტრული ამძრავების (Actuator) დაერთება;
- კვამლგაწოვისა და ჰაერის მიწოდების სისტემების ელექტრული მოწყობილობების დაერთებაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ტექნიკური სქემებისა და ნახაზების წაკითხვის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
- ელექტრო და სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი;
- უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა;
- სამუშაო დროისა და დადგენილი ვადების დაცვა;
- სამუშაო ფორმისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება;
- სამუშაო ადგილისა და ინსტრუმენტების მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
- მოწესრიგებული;
- თავაზიანი;
- შრომისმოყვარე;
- გუნდური მუშაობის უნარის მქონე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ოქტომბერი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ან მოკლე ინფორმაცია თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.
შპს "მოდერნ ტექნოლოჯი 2020"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.