გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

94X1GH01 გამოქვეყნდა 9 ნოე 8 ნახვა

სერვის-ინჟინერი

ინტერლაბი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა ინჟინერი
₾1000–2000 / თვეში −52% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,131 ₾ · 39 განცხადება ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია "ინტერლაბი" აცხადებს ვაკანსიას სერვის-ინჟინრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი ლაბორატორიული დანადგარების ადგილზე მიტანა, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება.
  • აპარატურის ტექნიკური დიაგნოსტიკა, დაზიანების აღმოჩენა და შეკეთება.
  • გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება დანადგარების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
  • მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა.
  • ვიზიტები ლაბორატორიებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (მივლინებები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (პრიორიტეტულია: ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, მექანიკა ან მონათესავე ტექნიკური დარგები).
  • სამედიცინო/ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
  • ელექტრონული სქემების კითხვისა და ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი.
  • ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური ლიტერატურის დასამუშავებლად); სასურველია რუსული ენის ცოდნაც.

პიროვნული უნარები

  • ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემის ოპერატიულად გადაჭრის უნარი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
  • ანაზღაურება: 1000-2000 ლარი + ბონუსი.
  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსით (მათ შორის: ტრანსპორტირებისთვის კომპანიის ავტომობილი, ულიმიტო სასაუბრო დრო და საჭირო ინსტრუმენტები).

ჩვენს შესახებ: 2005 წლიდან კომპანია "ინტერლაბი" ახორციელებს ლაბორატორიების კომპლექსურ მომარაგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მცირე და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან. ვართ ევროპული ლაბორატორიული ტექნიკის, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://interlab.ge

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა