ინსტიტუციური განვ./საერთაშორისო პროექტების ცენტრის მენეჯერი
უნივერსიტეტი "უნილეველი" აცხადებს ვაკანსიას ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო პროექტების ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.
სტრუქტურული ერთეული: ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური — ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო პროექტების ცენტრი უშუალო ხელმძღვანელი: ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 დასაქმების ფორმა: სრული სამუშაო განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №4
ჩვენ შესახებ
უნივერსიტეტი "უნილეველი" აფართოებს გუნდს და იწვევს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაში.
პოზიციის მიზანი:
მენეჯერი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ინსტიტუციურ განვითარებას: მოიძიებს საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო შესაძლებლობებს, მონაწილეობას მიიღებს საპროექტო განაცხადების მომზადებაში და უზრუნველყოფს პროექტების მონიტორინგსა და ანგარიშგებას.
ძირითადი მოვალეობები
- უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების ინიციატივების დაგეგმვა და მხარდაჭერა;
- საერთაშორისო და ადგილობრივი საგრანტო შესაძლებლობების მოძიება;
- საპროექტო განაცხადების მომზადებაში მონაწილეობა;
- პროექტების განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგება;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა;
- სამსახურის უფროსისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
- უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სასურველია საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მმართველობის ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება: საერთაშორისო ორგანიზაციაში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
ცოდნა
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროგრამებთან და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და ინსტიტუციური განვითარების პროცესების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სხვა უცხო ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება);
- საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
საჭირო კომპეტენციები
- ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი.
რას გთავაზობთ
- სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
- კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას;
- მუშაობას მზარდ საუნივერსიტეტო გუნდში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
როგორ გავაგზავნოთ განაცხადი:
წარმოსადგენი დოკუმენტები: რეზიუმე (CV).
წერილის სათაურში მიუთითეთ: "ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო პროექტების ცენტრის მენეჯერი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 დეკემბრამდე.
დასაქმების შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ცნობების წარდგენა (ეს ცნობები განაცხადთან ერთად არ იგზავნება):
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
- უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა ("სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად).
მომავალ ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში, რეზიუმესა და საკონტაქტო მონაცემებს შევინახავთ მიმდინარე შერჩევის დასრულებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისამართზე. ამ მიზნით თანხმობის არგაცემა მიმდინარე შერჩევაში მონაწილეობაზე გავლენას არ მოახდენს.
თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს უნივერსიტეტი უნილეველი დაამუშავებს მიმდინარე ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. დამუშავების პირობები, შენახვის ვადა და თქვენი უფლებები იხილეთ: https://unilevel.ge/ge/personal-data-processing-for-candidates-ge/
შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.