უმცროსი ბუღალტერი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან
"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
- ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
- ფასდაკლების ბარათი
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური საბანკო ამონაწერების გატარება;
- რიგი მასალების შესყიდვისას მათი ხარჯად აღიარება ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის შესაბამისად;
- შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯული მარაგების ჩამოწერა;
- ქვეკონტრაქტორების მიერ გაწეული მომსახურების აღრიცხვა, დამთავრებულ წარმოებად ან ხარჯად აღიარება ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის შესაბამისად;
- საოპერაციო ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა;
- სახელფასო ხარჯის აღრიცხვა და სახელფასო ბარათებზე სახელფასო განაცემის ვალდებულების დარიცხვა, ყოველთვიური სახელფასო უწყისის შესაბამისად;
- ანგარიშვალდებული პირების საბუღალტრო ბარათებზე ტრანზაქციების აღრიცხვა (დარიცხვა და ჩამოწერა) და ბარათების მუდმივი მონიტორინგი;
- საანგარიშსწორებო პერიოდის (თვის) შემოსავლის აღიარება დამკვეთებთან შეთანხმებული და მათ მიერ დადასტურებული შესრულების მიხედვით;
- საბანკო და სალიზინგო ვალდებულებების აღრიცხვა;
- ყოველთვიური რეგულარული საბუღალტრო გატარებების უზრუნველყოფა, როგორიცაა ცვეთა-ამორტიზაცია, სავალუტო სახსრების გადაფასება და სხვა.
- სავალუტო-საკონვერტაციო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა
- პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, როგორიცაა მიღება-ჩაბარების აქტი, შეთანხმება, სალაროს შემოსავალ/გასავლის ორდერი თუ სხვა, კონტროლის უზრუნველყოფა
- მთავარი ბუღალტრის მიმდინარე დავალებების შესრულება შეთანხმებული ვადებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Word, Excel
სასურველია:
- ACCA-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა Dynamics 365 ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური
- დეტალებზე და დედლაინზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლობიანი
ადგილმდებარეობა: აბაშიძის ქუჩა 65, ვაკე
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.