სამზარეულოს მენეჯერი
იტალიური რესტორანი “Alfredo” ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს სამზარეულოს გუნდისთვის. Alfredo არის იტალიური რესტორანი, სადაც ავთენტური იტალიური გემო, ხარისხიანი ინგრედიენტები და თანამედროვე სტუმარმასპინძლობა ერთიანდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც სტუმრის გამოცდილება, ისე გუნდი, რომელიც ამ გამოცდილებას ყოველდღიურად ქმნის. თუ გსურს იმუშაო პროფესიონალურ გარემოში, სადაც იტალიური სამზარეულოს სიყვარული, ხარისხი და განვითარება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, შემოგვიერთდი Alfredo-ს გუნდში.
AlFREDO ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და გუნდზე ორიენტირებულ სამზარეულოს მენეჯერს, რომელიც იზრუნებს სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების გამართულად წარმართვაზე, გუნდის კოორდინაციასა და სამუშაო სტანდარტების დაცვაზე.
ძირითადი მოვალეობები - სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და გუნდის კოორდინაცია; - თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა; - პროდუქტებისა და სამზარეულოსთვის საჭირო ინვენტარის შეკვეთებისა და მარაგების მართვა; - მიღებული პროდუქციის ხარისხის, ვადებისა და რაოდენობის კონტროლი; - ინვენტარიზაციის ჩატარება და მარაგებთან დაკა ვშირებული ანგარიშების მომზადება; - პროდუქციის დანაკარგებისა და ხარჯების კონტროლი; - სამზარეულოს სისუფთავის, ორგანიზებულობისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფა; - რეცეპტების, მომზადების პროცესებისა და სამუშაო ინსტრუქციების შესრულების კონტროლი; - სამზარეულოს ტექნიკისა და აღჭურვილობის გამართულობაზე ზრუნვა; - ახალი თანამშრომლების onboarding-ისა და ტრენინგის პროცესის კოორდინაცია; - გუნდის ყოველდღიური მხარდაჭერა და სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საკითხების დროული გადაწყვეტა; - რესტორნის მენეჯმენტთან რეგულარული კომუნიკაცია და ყოველკვირეულ შეხვედრებში მონაწილეობა; - პროცესების გაუმჯობესების საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება კვების ობიექტში; - სამზარეულოს სამუშაო პროცესების კარგი ცოდნა; - გუნდის მართვისა და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - მარაგებისა და პროდუქტების კონტროლის გამოცდილება; - სწრაფ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; - დეტალებისადმი ყურადღება და პრობლემების პრაქტიკულად გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ - ანაზღაურება: 3500-4000 ლარი - ჯანმრთელობის დაზღვევა; - უფასო კვება სამუშაო საათებში; - ტრანსპორტირება - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; - მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.
ენები: ქართული, ინგლისური თუ გიყვარს ორგანიზებული სამუშაო პროცესი, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა მნიშვნელოვანი როლი გქონდეს სამზარეულოს ყოველდღიურ მართვაში, შეავსეთ ბმული და გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ ელპოსტაზე სახელწოდებით სამზარეულოს მენეჯერი
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის. შერჩევის პროცესი ეფუძნება მხოლოდ პროფესიულ კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და კომპეტენციებს. დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.