7981 live vacancies
← All vacancies

AD3WCK46 Posted 25 Aug 4 views

ოფის მენეჯერი

ჰიდრო 3 via hr.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

ჰიდრო 3 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოფის მენეჯერი ჩვენ ვართ ენერგეტიკულ სექტორში მოქმედი მზარდი კომპანია.

გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფის მენეჯერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა; - საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო შესყიდვების წარმოება ყოველკვირეულად, მარაგების ეფექტიანი მართვა; - ახალი თანამშრომლისთვის სამუშაო სივრცის, კომპიუტერის და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის ორგანიზება; - შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა — მიღება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის მიწოდება; - ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება; - საჭიროების შემთხვევაში, აუთსორს კომპანიებთან/თანამშრომლებთან კომუნიკაცია; - თანამშრომლების შიდა და საერთაშორისო მივლინებების დაგეგმვა, შესაბამისი ჯავშნებისა და ვიზების უზრუნველყოფა; - შეხვედრების დაორგანიზება; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება; - ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - საოფისე პროგრამების (MS Office) გამართულად ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები - მაღალი ორგანიზებულობა და ოპერატიულობა; - გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კეთილგანწყობა და მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები და შეთავაზება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (5-დღიანი სამუშაო კვირა, 10:00 – 18:00 სთ); სასიამოვნო, საქმიანი და მეგობრული სამუშაო გარემო;

გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

Report this

About the employer
ჰიდრო 3
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free