ონლაინ კურსების მენეჯერი
"The English Academy" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს Online Courses Manager-ის პოზიციაზე ბათუმში.
პოზიციის მთავარი მიზანია ონლაინ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად და ეფექტიანად მართვა მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და აკადემიის შიდა გუნდთან კოორდინაციით.
ძირითადი მოვალეობები:
- ონლაინ კურსებით დაინტერესებულ მსმენელებთან კომუნიკაცია, პროგრამის, სასწავლო მეთოდოლოგიისა და კურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- ონლაინ კურსებზე ჩარიცხული მოსწავლეების ადმინისტრაციული მართვა;
- სასწავლო პროცესში წარმოშობილი საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების დროული მოგვარება;
- საჭირო ინფორმაციის შესაბამის თანამშრომლებთან გადაცემა;
- ონლაინ კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი და გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება;
- პერიოდული ანგარიშებისა და საჭირო ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
ჩვენგან მნიშვნელოვანია:
- უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის შესაძლებლობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: The English Academy; ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე / შეთანხმებული გრაფიკი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV მისამართზე და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "Online Courses Manager" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.