პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

B52EDCHS გამოქვეყნდა 4 ნოე 25 ნახვა

უმცროსი ბუღალტერი

სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry

სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry

შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიჩაის ფული · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

wegroup-ის ფინანსურ დეპარტამენტში ვეძებთ უმცროს ბუღალტერს, რომელიც მთავარ ბუღალტერთან ერთად აწარმოებს კომპანიის ყოველდღიურ ბუღალტრულ აღრიცხვას და მაღაზიებთან ყოველდღიურად მუშაობს.

პოზიცია სრული განაკვეთია, ოფისში. გადამწყვეტია სიზუსტე ციფრებში, შეჯერების უნარი და მაღაზიის თანამშრომლებთან მოკლე, მკაფიო კომუნიკაცია.

გრაფიკი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 13:00–14:00). სამუშაო ადგილი თბილისი, საბურთალო, ოფისი

რას გააკეთებ

  • მაღაზიების გაყიდვების ყოველდღიური შემოწმება და შეცდომების გასწორება FINA-ში: დაბრუნებები, გადახდის ტიპები (ნაღდი, ბარათი, განვადება), სალაროსა და Z-ანგარიშის სხვაობები
  • ყოველდღიური ოპერაციებისა და დოკუმენტების გატარება FINA-ში (საკომისიო, დებიტორებისა და კრედიტორების გადახურვა)
  • საბანკო ოპერაციების გატარება ყველა ვალუტაში, სალაროს ნაშთების კონტროლი
  • ელექტრონული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა RS.ge-ზე, შემოსული ინფორმაციის ასახვა FINA-ში
  • მაღაზიების დოკუმენტაციის მოწესრიგება (აქტები, ჩეკები, განვადების ანგარიშები) და მათთვის ბუღალტრულ საკითხებში დახმარება
  • განვადებებისა და დებიტორების დოკუმენტაციის წარმოება
  • თვის დახურვაში მონაწილეობა: ამონაწერები, რეალიზაცია, დაბრუნებები, ავანსები
  • ახალი თანამშრომლების რეგისტრაცია RS.ge-სა და FINA-ში
  • საწვავის ხარჯის ანგარიშის წარმოება

რას გთავაზობთ

  • ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სამგზავრო ბარათი
  • 30% ფასდაკლება ჩვენს მაღაზიებში
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 13:00–14:00).

ჩვენი მოლოდინი

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლის გამოცდილება ბუღალტრად ან მთავარი ბუღალტრის დამხმარედ
  • RS.ge-ზე მუშაობის ცოდნა;
  • FINA-ს ცოდნა დიდი უპირატესობაა
  • Excel კარგ დონეზე
  • ინგლისური ან რუსული ენა არანაკლებ B2 დონეზე
  • სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დროის სწორად მართვა

რა ხდება შემდეგ

  • შეავსე განაცხადი
  • ეიჩარი გეტყვის პირობებს და რამდენიმე რამეს გკითხავს
  • მოკლე გასაუბრება ოფისში
  • შეთავაზება და პირველი დღე

როგორ დაგვიკავშირდე: შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/z4mu/hg

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა