8872 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

B5QN70GJ გამოქვეყნდა 25 აგვ 23 ნახვა

ნიუს-მედიის ქოფირაითერი/ჟურნალისტი

დამსაქმებელი გარე განცხადება
დისტანციური ნახევარი განაკვეთი მედია / გამომცემლობა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კონტრაქტორის პოზიციაზე, ვეძებთ ნიუს-მედიის ქოფირაითერს/ჟურნალისტს, რომელმაც უნდა მართოს ქონთენთი სოციალური მედიის გვერდისათვის.

თუ შეგიძლია, რომ მარტივად, ზედმეტი პათეტიკის გარეშე და ზუსტი დეტალებით გადმოსცე ის, რაც გარშემო ხდება - ეს პოზიცია შენთვისაა. მთავარი მოთხოვნაა: წერდე მარტივად და გასაგებად.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველკვირეული და ყოველდღიური სოციალური მედია პოსტების მომზადება

** ცნობილი სახეების, ბრენდების კოლაბორაციებისა და ტრენდების გაშუქება ჩვენი სტილის შესაბამისად

** მკაფიო, სწრაფი და დასამახსოვრებელი ტექსტური სტილის შენარჩუნება

** თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება - ინსტრუმენტების გამოყენება პროცესების გასამარტივებლად, იდეების მოსაძებნად ან ტექსტების დასაბალანსებლად (იმის გათვალისწინებით, რომ ავთენტურობა და შენი პირადი ხელწერა ყოველთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება).

სამუშაო გრაფიკი: Full-Time / Part-Time (დისტანციური)

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.

დავალება კანდიდატებს: ვაკანსიაში მონაწილეობის მისაღებად, შენს რეზიუმესთან ერთად უნდა წარმოადგინო 2-3 სოციალური მედია პოსტის მაგალითი, რომელიც რომელიმე ცნობილ პიროვნებას ეხება. სტილთან დაკავშირებით სრული თავისუფლებაა - არ არის აუცილებელი, რომ პოსტი ოფიციალური იყოს (თითოეული მაქსიმუმ 50 სიტყვიანი). შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე არსებული არტიკლიც ონლაინ ჟურნალიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ნიმუშები ელფოსტაზე:.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის