9,673 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

B69N4PYK გამოქვეყნდა 14 სექ 3 ნახვა

Estemed

Estemed

გაყიდვების სამსახურის უფროსი

Estemed გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾5000–6000 / თვეში ბოლო ვადა: 15 ოქტ

"ESTEMED" — დისტრიბუციული კომპანია ესთეტიკური მედიცინისა და პროფესიული კოსმეტოლოგიის სფეროში — ეძებს ძლიერ გაყიდვების სამსახურის უფროსს საქართველოში და სომხეთში გაყიდვების განყოფილების მართვისა და განვითარებისთვის.

ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ ძლიერ გამყიდველს, არამედ სისტემურ ხელმძღვანელს, რომელსაც შეუძლია გუნდის მართვა, ციფრებთან მუშაობა და პასუხისმგებლობის აღება განყოფილების შედეგებზე.

ძირითადი ამოცანები:

  • გაყიდვების გუნდის მართვა: 5 გაყიდვების მენეჯერი საქართველოში + 1 სომხეთში
  • ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმების დასახვა
  • მენეჯერების ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაოს კონტროლი
  • გეგმებისა და KPI-ების შესრულების მონიტორინგი
  • არსებულ კლიენტთა ბაზაში გაყიდვების ზრდა
  • B2B და B2C მიმართულებების განვითარება
  • CRM-ის, ძაბრის (funnel) და კონვერსიის კონტროლი
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი
  • გაყიდვების მარჟინალურობის კონტროლი
  • სასაწყობო ნაშთებთან მუშაობა ბრენდ-მენეჯერებთან და ლოგისტიკასთან ერთად
  • თითოეული მენეჯერის შედეგების ანალიზი და გამასწორებელი ქმედებების შემუშავება
  • საკვანძო კლიენტებთან მოლაპარაკებებსა და მსხვილ გარიგებებში მონაწილეობა
  • გაყიდვების შესახებ რეგულარული ანგარიშგების მომზადება უშუალოდ კომპანიის მფლობელისთვის

ჩვენი კანდიდატი: ფლობს გაყიდვების განყოფილებისა და 5+ კაციანი გუნდის მართვის წარმატებულ გამოცდილებას.

სავალდებულოა გაყიდვების გამოცდილება ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: Aesthetic Medicine / Medical Devices / Dentistry / Professional Medical Products (ესთეტიკური მედიცინა / სამედიცინო აპარატურა / სტომატოლოგია / პროფესიული სამედიცინო პროდუქცია)

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • ძლიერი მართვისა და ლიდერობის უნარები
  • სისტემურობა და მაღალი შემსრულებლობითი დისციპლინა
  • შედეგსა და ციფრებზე ორიენტირებულობა
  • გუნდისგან შედეგის მოთხოვნისა და კონტროლის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • კარგი მოლაპარაკების უნარები
  • CRM სისტემების დაჯერებული ფლობა
  • რუსული ენა — თავისუფლად
  • ინგლისური ენა — B2 დონიდან

რამდენიმე ბაზართან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

  • ხელფასი: 5, 000-6, 000 GEL net (ხელზე) + KPI
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • პასუხისმგებლობის ზონა: საქართველო და სომხეთი
  • გათვალისწინებულია მივლინებები
  • პირდაპირი დაქვემდებარება კომპანიის მფლობელთან

ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობას სწრაფად მზარდ კომპანიაში და შესაძლებლობას, პირდაპირი გავლენა იქონიოთ ESTEMED-ის კომერციულ შედეგებსა და განვითარებაზე.

გამოეხმაურეთ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, პოზიციის მითითებით: Head of Sales — ESTEMED მაილზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Estemed
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა