მოლარე-კონსულტანტი
შპს "ოლივანდერ ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ ჯგუფი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.
ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი - 950 ლარი, პლუს ბონუსი ვაკანტური ადგილები: ოლივანდერის მაღაზია (სითი მოლი) განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით) სხვა ბენეფიტები: 30%-იანი კორპორაციული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში; ფიტპასი
თუ შენ:
** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია; ** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური; ** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი; ** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას
მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ; ** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა; ** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება; ** სალარო ოპერაციების განხორციელება; ** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობიანობა; ** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: https://hr.ollivandergroup.ge/careers/0bb93af4-0474-4a88-9cf4-b77b55ace2d1
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.