10 083 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BRR5ZSNY გამოქვეყნდა 21 ოქტ 7 ნახვა

პოსტპროდაქშენის ხელმძღვანელი

Studio 9:16 გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე

"Studio 9:16" ეძებს პოსტპროდაქშენის ხელმძღვანელს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ვიდეოების ედითინგ პროცესზე და გადააქცევს მას გამართულ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ სისტემად.

ჩვენს შესახებ: Studio 9:16 არის TikTok ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ქმნის ვირუსულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენტს.

საქართველოს ბანკი, ALTA, 22 გრადუსი, სპორტული არხი 105, Biletebi.ge, ალდაგი— ეს იმ არხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა TikTok კონტენტს Studio 9:16 ქმნის.

ამ პოზიციის მთავარი მიზანია ედითინგ პროცესის სტრუქტურირება, ვიდეოების დროულად და ხარისხიანად გამოშვება და სისტემის აშენება, რომელიც მუდმივად უმჯობესდება.

ეს როლი არის ჰიბრიდული — ერთდროულად მოითხოვს კრეატიულ ხედვას, ოპერაციების მართვასა და სისტემურ აზროვნებას.

მოვალეობები:

  • მონაცემებზე დაფუძნებით ვიდეოების ედიტორებზე განაწილება (Tier / Load / Fit მიხედვით)
  • ვადების კონტროლი
  • გვერდებისთვის კონკრეტული ვიზუალური და სამონტაჟო სტილის შემუშავება, ასეტების მოგროვება (ხმები, მუსიკა, ფონტები, გრაფიკული ელემენტები და ა.შ.), მათი ინტეგრირება და კონტროლი.
  • კარგი და ცუდი ვიდეოების ანალიზი (რა მუშაობს / რა არა)
  • გუნდის ტექნიკური რესურსებისა და შესაძლებლობების შეფასება, bottleneck-ების იდენტიფიცირება და ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვა, რათა გაიზარდოს წარმოების სისწრაფე, ხარისხი და მოცულობა
  • Editing წესებისა და Playbook-ის შექმნა და განახლება
  • ედიტორების შეფასება და რეგულარული feedback
  • ვიდეოების ედითინგი

მოთხოვნები:

  • ედითინგის პრაქტიკული გამოცდილება short-form კონტენტში
  • კონტენტის პროცესში სხარტი, პრაქტიკული და ეფექტური გადაწყვეტების პოვნის უნარი
  • სისტემური აზროვნება (დიდი სურათის დანახვა და პროცესის ერთიანად გაუმჯობესება)
  • ოპერაციების მენეჯერული უნარი (ვადები, დატვირთვა, პრიორიტეტები)
  • სწრაფად მუშაობის უნარი
  • მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება
  • ლიდერობის და მოტივირების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი (feedback-ის მკაფიოდ მიცემა ედიტორებისთვის)
  • პასუხისმგებლობის აღება გუნდის პერფორმანსსა და საბოლოო შედეგზე

რას ვთავაზობთ:

  • ინტეგრაციას გუნდში, რომელიც ბაზრის ლიდერია და საქართველოში ყველაზე კარგად იცის ტიკოტკი
  • ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთან მუშაობისა და პორტფოლიოს გაფართოების შესაძლებლობას
  • რეალურ შესაძლებლობას, მართო და ააშენო ედითინგის სისტემა მაღალი მოცულობის კონტენტზე
  • გავლენას — შენი გადაწყვეტილებები და ხედვა პირდაპირ აისახოს ვიდეოების შედეგებზე, ვიზუალურ სტილსა და ვიდეოს წარმოების მთლიან პროცესზე
  • სწრაფ ზრდას დინამიურ გარემოში, სადაც მუდმივად მოგიწევს ახალი ცოდნის მიღება, გუნდთან ერთად მისი გამოცდა და ინტეგრაცია კვირაში ათობით ვიდეოზე, სხვადასხვა სტილსა და ქეისზე
  • თავისუფლებას ახალი იდეებისა და მიდგომების ინიცირებაში
  • მენეჯერულ პოზიციას, რომელსაც გავლენა აქვს კომპანიის ერთიან სტრატეგიულ განვითარებაზე
  • ზრდაზე ორიენტირებულ ანაზღაურებას

დამატებითი ინფორმაცია:

თუ შენთვის საინტერესოა არა უბრალოდ ვიდეოების მონტაჟი, არამედ შემოქმედებითი სისტემის შენება, რომელიც ყოველდღიურად უკეთეს კონტენტს ქმნის — ეს როლი შენთვისაა.

ანაზღაურება: 3500-4500 (Net)

დედლაინი: 20 ნოემბერი

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/GeptvnYv2p7nf6Cd9

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა