8,925 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BVD27F4Y გამოქვეყნდა 19 სექ 11 ნახვა

ვიქტორია 98

ვიქტორია 98

მოლარე-კონსულტანტი

ვიქტორია 98 გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 20 ოქტ

შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo,

"ვიქტორია98" ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS" და "PAUL&SHARK".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

"ვიქტორია98" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (40 საათიანი სამუშაო კვირა); კვირაში 2 დღე დასვენება ანაზღაურება: 2000 ლარი (გამოსაცდელი ვადა: 6 თვე - 1500 ლარი)

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
  • დარბაზში პროდუქციის განთავსება და მისი მუდმივი შევსება/კონტროლი;
  • ფას-მაჩვენებლის სიზუსტის კონტროლი;
  • მომხმარებლებისგან დადგენილი წესით მიიღოს ფულადი საშუალებები (როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით);
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • პრიორიტეტი მიენიჭება მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვიქტორია 98
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა