9,171 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BZGRWMYS გამოქვეყნდა 24 სექ 4 ნახვა

G&A Group

G&A Group

უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი

G&A Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

ვეძებთ გამოცდილ ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც ფინანსურ მონაცემებს გარდაქმნის პრაქტიკულ ბიზნეს-რეკომენდაციებად და აქტიურად ჩაერთვება მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მომზადებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • P&L, Cash Flow და ძირითადი ფინანსური KPI-ების ანალიზი;
  • ბიუჯეტირება, Forecast და Budget vs Actual ანალიზი;
  • შემოსავლების, ხარჯების, თვითღირებულებისა და მარჟების კონტროლი;
  • SKU-ს, ბრენდის, კლიენტისა და გაყიდვების არხის მომგებიანობის ანალიზი;
  • ფასების, ფასდაკლებების, აქციებისა და კომერციული პირობების ფინანსური ეფექტის შეფასება;
  • Promo ROI-ისა და Contribution Margin-ის ანალიზი;
  • მარაგების, დებიტორების, კრედიტორებისა და Working Capital-ის ანალიზი;
  • ბიზნეს-სცენარების ფინანსური მოდელირება და ახალი პროექტების შეფასება;
  • მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
  • ფინანსურ ანალიზში / FP&A-ში მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტირებისა და ფინანსური მოდელირების კარგი ცოდნა;
  • * Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

უპირატესად ჩაითვლება:

  • FMCG, წარმოების ან სადისტრიბუციო კომპანიაში გამოცდილება;
  • Power BI და ERP სისტემების ცოდნა;
  • Management / Cost Accounting-ის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური და ბიზნეს-აზროვნება;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დასკვნების/რეკომენდაციების ჩამოყალიბების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • რეალურ ჩართულობას ბიზნეს და კომერციულ გადაწყვეტილებებში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმება: სრული განაკვეთი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"G&AGroup" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
G&A Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა