8898 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C7N2SYJM გამოქვეყნდა 30 სექ 15 ნახვა

BlueTabla

BlueTabla

იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი

BlueTabla გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ოქტ

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge

სამუშაოს აღწერა: - უცხოელი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა; - მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება; - შეკვეთების განთავსება და მათი სტატუსის, მიწოდების ვადებისა და ჩამოსვლის პროცესის კონტროლი; - ავანსებისა და გადახდის გრაფიკის მართვა ფინანსურ გუნდთან კოორდინაციით; - ექსპორტის ოპერაციების წარმართვა — შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გადაზიდვების ორგანიზება; - საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობა; - განბაჟების პროცესის წარმართვა საბაჟო ბროკერთან კოორდინაციით.

მოთხოვნები: - იმპორტის, ექსპორტის ან საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, როგორც საქმიანი მიმოწერის, ისე მოლაპარაკებების დონეზე; - Microsoft Excel-ის კარგად ფლობა; - დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი პროცესების აწყობის უნარი; - ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება და პირობები: - კონკურენტული ანაზღაურება; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; - შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: „იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი“.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
BlueTabla
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა