სამშენებლო პროექტების მენეჯერი
საკონსულტაციო კომპანია "IK კონსალტინგი", პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამშენებლო პროექტების მენეჯერი.
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი, 2026
სამუშაოს ზოგადი აღწერა და მოთხოვნები:
სამშენებლო პროექტების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება პროექტის სრულ ციკლზე - საპროექტო და მოსამზადებელი ეტაპიდან მშენებლობის დასრულებასა და ობიექტის მიღება-ჩაბარებამდე. პოზიცია მოიცავს პროექტის დაგეგმვას, ბიუჯეტისა და ვადების მართვას, საპროექტო და სამშენებლო პროცესების კოორდინაციას, კონტრაქტორებისა და მომწოდებლების მართვას, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლსა და პროექტთან დაკავშირებული რისკების დროულ მართვას.
პოზიცია საჭიროებს სამშენებლო პროექტების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილებას, ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის კარგ ცოდნას, სამშენებლო პროცესების ორგანიზებისა და კონტროლის უნარს, ასევე სხვადასხვა ჩართულ მხარესთან - დამკვეთთან, დამპროექტებლებთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებსა და სამშენებლო გუნდთან - ეფექტური კოორდინაციისა და კომუნიკაციის უნარს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბრენდირებული სასტუმროს სამშენებლო პროექტის წარმატებით განხორციელებისა და ჩაბარების გამოცდილებას.
ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
დაგეგმვა და ორგანიზება:
** პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულებისა და დასრულების პროცესის სრულად წარმართვა; ** პროექტის ყველა ეტაპისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირება და მათი შესრულების ვადების დადგენა; ** სამუშაოთა კალენდარული გრაფიკის შედგენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა; ** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა; ** სამშენებლო სამუშაოების ეტაპობრივი გეგმის შემუშავება და საჭიროებისამებრ განახლება; ** ობიექტზე მიწოდების, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების თანმიმდევრობის დაგეგმვა.
პროექტირების მართვა:
** პროექტის საპროექტო (დიზაინის) ფაზის მართვა და კოორდინაცია დამპროექტებელ ჯგუფთან (არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ინჟინერი და სხვ.); ** საპროექტო დავალების მომზადებაში მონაწილეობა და დამპროექტებლებისთვის ტექნიკური მოთხოვნებისა და ვადების გადაცემა; ** საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესის ვადებისა და ხარისხის კონტროლი; ** საპროექტო გადაწყვეტილებების მშენებლობის ეტაპზე პრაქტიკულ განხორციელებადობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ ცვლილებების ინიცირება; ** დამპროექტებელ ჯგუფსა და სამშენებლო კონტრაქტორებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა.
მშენებლობის მართვა და ზედამხედველობა:
** კონკრეტულ მისამართზე მიმდინარე სამშენებლო ობიექტის მშენებლობის მართვა, ადმინისტრირება და საერთო ხელმძღვანელობა; ** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი; ** სამშენებლო პროცესების კოორდინირება ყველა ჩართულ მხარესთან; ** პროექტის ჩამორჩენის შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოების დაჩქარებისთვის ზომების მიღება; ** სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის, ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვის კონტროლი; ** ობიექტზე არსებული რესურსების (მასალა, ტექნიკა, მუშახელი) რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა.
ბიუჯეტი და ფინანსები:
** პროექტის ბიუჯეტის შედგენა, მართვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება; ** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება და მართვა; ** სატენდერო პროცედურების მართვასა და მომწოდებელთა შერჩევაში მონაწილეობა; ** შეთანხმებული ბიუჯეტის მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა და გადახრების დროული ანალიზი; ** საწყისი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დროული მიწოდება.
დოკუმენტაცია და შესყიდვები:
** სამშენებლო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტი, საკონსტრუქციო პროექტი, საინჟინრო სქემები და სხვ.) მომზადებაში და გადამუშავებაში აქტიური მონაწილეობა; ** სამშენებლო დოკუმენტაციის უფლებამოსილი ორგანოების მიერ შეთანხმებულ ვერსიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საჭირო ცვლილებების ინიცირება; ** მშენებლობისთვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და მათი უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულზე დროული მიწოდება; ** საჭირო მომსახურებების განსაზღვრა, მიმწოდებლების მოძიება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება; ** ობიექტზე საჭირო მუშახელის განსაზღვრა, მოძიება და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება; ** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) რეგულარულად მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
გუნდი და კომუნიკაცია:
** სამშენებლო გუნდზე, თანამშრომლებსა და მომწოდებლებზე სამუშაოს სამართლიანი გადანაწილება; ** კონკრეტული პროექტისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება; ** დამპროექტებლების (არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ინჟინერი და სხვ.) შესრულებული სამუშაოს მიმოხილვა და შეფასება; ** კონტრაქტორებთან საპროექტო ფაზის შესრულებაზე ეფექტიანი და მუდმივი კომუნიკაციის წარმოება; ** მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, ვენტილაცია და სხვ.) საკითხების შეთანხმება და კოორდინაცია; ** გუნდის წევრებისთვის მკაფიო ამოცანების დასახვა და მათი შესრულების ზედამხედველობა.
ხარისხის კონტროლი და პრობლემების მართვა:
** კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; ** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება; ** გამოვლენილი ხარვეზების ან შეუსაბამობების ფიქსირება და შესაბამისი დოკუმენტირება; ** პროექტში ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში დეტალების განხილვა, დასაბუთება და შესაბამისი მხარეების ინფორმირება; ** რისკების წინასწარი იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.
მიღება-ჩაბარება და უსაფრთხოება:
** პროექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა; ** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის შესრულებაზე პასუხისმგებლობის გაწევა და კონტროლის განხორციელება; ** გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა მშენებლობის მთელი პროცესის განმავლობაში; ** სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება, რომელიც გონივრული განსჯით მიეკუთვნება პროექტის მენეჯერის პოზიციას.
მოთხოვნები კანდიდატისადმი:
** სამშენებლო სფეროში პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება; ** მინიმუმ ერთი წარმატებით ჩაბარებული ბრენდირებული სასტუმროს პროექტის გამოცდილება; ** ინ
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.