საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტი
"IMEX Cargo Logistics" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო გადაზიდვებისთვის მანქანებისა და სატრანსპორტო პარტნიორების მოძიება;
- მძღოლებთან, დისპეტჩერებსა და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
- ტარიფებისა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
- გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
- მიმდინარე გადაზიდვების კონტროლი და სტატუსების განახლება;
- ახალი პარტნიორების მოძიება და კომპანიის ბაზის განვითარება;
- სამუშაო ინფორმაციის კომპანიის პროგრამაში სრულად დაფიქსირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული ან თურქული ენიდან მინიმუმ ერთ-ერთის სამუშაო დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
- საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება სასურველია;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია;
- გუნდური მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი — თბილისი, იური გაგარინის ქუჩა №13, მეორე სართული;
- სამუშაო გრაფიკი — ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
- ფიქსირებული ანაზღაურება — 1, 000 ლარიდან ხელზე (ფიქსირებული ხელფასის საბოლოო ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
- დამატებით მოქმედებს ინდივიდუალური და გუნდური ბონუსებისა და პრემიების სისტემა;
- კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო სისტემისა და IMEX OS-ის სწავლებას;
- გათვალისწინებულია პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის მისაღებია, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "ლოჯისტი". პოზიციის დასახელების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.