9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CC6ZZ505 გამოქვეყნდა 16 ოქტ 58 ნახვა

ბრენდ მენეჯერი

Caffè Motta გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე

"Caffè Motta" იტალიური ყავის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, რომელიც 1960 წელს ქალაქ სალერნოში დაარსდა. კომპანია ყოველწლიურად 11.5 მილიონ კილოგრამ ყავას აწარმოებს და აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე.

"Caffè Motta"-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც აქვს ყავის ინდუსტრიაში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, კარგად ესმის ყავის მომზადების პროცესი და სურს პროფესიული განვითარება გაყიდვებისა და კომერციული ურთიერთობების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კორპორაციული და HoReCa კლიენტების მოძიება, პროდუქციის პრეზენტაცია, კომერციული პირობების შეთანხმება და კონტრაქტების გაფორმება;
  • არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • კლიენტებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და პროდუქციის დროული მიწოდების კოორდინაცია;
  • პარტნიორ ობიექტებში რეგულარული ვიზიტები, ყავის მომზადების ხარისხისა და სტანდარტების მონიტორინგი;
  • ბარისტებისა და მომსახურე პერსონალის ადგილზე ტრენინგი — ყავის მომზადება, საფქვავის კალიბრაცია, ექსტრაქციის პარამეტრები და ხარისხის სტანდარტები;
  • ყავის აპარატურისა და საფქვავების ყოველდღიური მოვლის, ჰიგიენისა და პერიოდული წმენდის პროცესების კონტროლი, პერსონალის ინსტრუქტაჟი;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურება (After-Sales Service), კლიენტების საჭიროებებზე დროული რეაგირება და ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია;
  • რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ყავის ობიექტში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, კონრეტულად ბარისტას პოზიციაზე აუცილებელია მოთხოვნაა;
  • ყავის, ესპრესოს ექსტრაქციისა და მომზადების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ყავის საფქვავის კალიბრაციისა და ესპრესოს პარამეტრების გასწორების უნარი;
  • ყავის აპარატურის ყოველდღიური მოვლისა და ჰიგიენის პროცედურების ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
  • საქმიანი მიმოწერისა და საოფისე პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

  • საერთაშორისო იტალიური ყავის ბრენდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ განვითარებას ყავის ინდუსტრიაში, გაყიდვებსა და ბიზნესურთიერთობების მართვაში;
  • პრაქტიკული და კომერციული უნარების გაღრმავებას, ბრენდის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას;
  • ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV პირადი შეტყობინებით ან ელფოსტაზე. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Caffè Motta — Brand Manager

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა