8893 активных вакансий
← Все вакансии

CT8YB8F5 Опубликовано 25 авг 1 просмотров

ფინანსური მენეჯერი

პილარ ქონსთრაქშენი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Финансы / бухгалтерия
₾3000–4000 / мес Приём откликов до

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას.

"პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბ

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: 3, 000 - 4, 000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი

**  წლიური, კვარტალური და ყოველთვიური ბიუჯეტების მომზადება და შესრულების მონიტორინგი

** ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და ყოველდღიური კონტროლი

** ფინანსური ანგარიშგებების, ანალიზებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო რეპორტების მომზადება

** სამშენებლო პროექტების ბიუჯეტების კონტროლი, ხარჯების ანალიზი და გადახრების შეფასება

** ბანკებთან, ინვესტორებთან, აუდიტორულ და საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა

** დაფინანსების წყაროების მოძიებასა და საკრედიტო პროცესებში მონაწილეობა

** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი

** საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მართვა

** ფინანსური პროცესების გაუმჯობესება და შიდა კონტროლის სისტემების განვითარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით

** ფინანსურ მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო, დეველოპერულ ან საინვესტიციო სექტორში მუშაობის გამოცდილებას

** ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების და Cash Flow-ის მართვის პრაქტიკული გამოცდილება

** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

** სტრატეგიული ხედვა

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

** დროის ეფექტური მართვა

** კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პილარ ქონსთრაქშენი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნულისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე:.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითოთ: "ფინანსური მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
პილარ ქონსთრაქშენი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех