9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

D7RM8WXW გამოქვეყნდა 8 ოქტ 34 ნახვა

მაღაზიის მენეჯერი

MAQMA გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ახალი ბრენდის — "MAQMA" — პირველი ფილიალისთვის ბათუმში.

"MAQMA" წარმოადგენს ახალ საცალო კონცეფციას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ტექსტილისა და ტექნიკის მიმართულებებს.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ ფილიალის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს გუნდს და უზრუნველყოფს მაღაზიის ეფექტურ ოპერირებას.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
  • სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;

სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 40 სამუშაო საათი

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
  • გუნდის მართვა, მოტივაცია და განვითარება
  • გაყიდვების მიზნების შესრულებისა და გაზრდის უზრუნველყოფა
  • მომხმარებლის მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტის შენარჩუნება
  • პროდუქციის სწორად განთავსებისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი
  • მარაგების მართვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება
  • გაყიდვების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • საცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ლიდერული უნარები
  • გაყიდვებზე და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა