8401 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DCNGCK2J გამოქვეყნდა 9 სექ 5 ნახვა

გომის სპირტისა და არყის კომპანია

გომის სპირტისა და არყის კომპანია

ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მენეჯერი

გომის სპირტისა და არყის კომპანია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "გომის სპირტისა და არყის კომპანია" ეძებს პასუხისმგებლობიან და პროფესიონალ ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სპირტის წარმოების ლაბორატორიის ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის კონტროლს.

სამუშაო ადგილი: ხაშური/გომი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00)

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ვალდებულებები:

** ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;

** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის ლაბორატორიული კონტროლის უზრუნველყოფა;

** სპირტისა და წარმოების სხვა პროდუქტების ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა;

** სპირტისა და წარმოების სხვა პროდუქტების ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების

განსაზღვრა;

** ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება დამტკიცებული მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისად;

** პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის კონტროლი ტექნიკურ რეგლამენტებთან, სტანდარტებთან და კომპანიის შიდა პროცედურებთან;

** ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართულობის, კალიბრაციისა და ტექნიკური მომსახურების კონტროლი.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიის, ბიოქიმიის, კვების ტექნოლოგიის, ფარმაციის ან მონათესავე მიმართულებით;

** ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება

(სპირტის, ალკოჰოლური სასმელების, კვების ან ქიმიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

** სურსათის უვნებლობის HACCP, ISO 22000, FSSC სტანდარტების საბაზისო ცოდნა;

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;

** ორგანიზებულობა;

** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გომის სპირტისა და არყის კომპანია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა