AML ოფიცერი
კომპანია "სოფტგენის" ვაკანსია AML ოფიცრის პოზიციაზე (Full Time).
კატეგორია: საფინანსო სექტორი - AML ოფიცერი სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაოს აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები:
- AML/CFT პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვაში და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- რისკებზე დაფუძნებული მიდგომით ბიზნესის მხარდაჭერა;
- კლიენტებისა და მათი ტრანზაქციების ყოველდღიური მონიტორინგი;
- მარეგულირებელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და უფროსი გუნდისთვის გაზიარება;
- წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის კლიენტებისა და ტრანზაქციების ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- კლიენტების საერთაშორისო შესაბამის სიებში გადამოწმება და შედეგების შეფასება;
- უჩვეულო და საეჭვო ოპერაციების იდენტიფიკაცია, ანალიზი და ანგარიშგებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზში მხარდაჭერა;
- მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მომზადება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის;
- ფაილებისა და მონაცემების კანონით დადგენილი წესით შენახვის უზრუნველყოფა;
- AML დეპარტამენტის უფროსისგან მიღებული ცალკეული დავალებების შესრულება;
- შიდა გუნდებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა;
- სხვა საოპერაციო ამოცანების შესრულება.
პიროვნული უნარები:
- საკანონმდებლო სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სამუშაოს ვადის განსაზღვრა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
- რამდენიმე დამკვეთის ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, დისციპლინირებულობა.
განათლება:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან ფინანსური/ეკონომიკური მიმართულებით
ცოდნა და გამოცდილება:
- საბანკო ან/და არასაბანკო ფინანსური ინსტიტუციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ძალიან კარგი ცოდნა;
- საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნებისა და კონტროლის მექანიზმების ცოდნა.
დამატებითი უპირატესობა:
- უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო-საფინანსო სფეროში პროფილურ პოზიციაზე (AML ოფიცერი) საქმიანობის გამოცდილების მქონე პირებს
ხელფასი: ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად (დამატებით - სამედიცინო დაზღვევა)
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 1 ნოემბრამდე და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.