მოლარე-კონსულტანტი - ნახევარი განაკვეთი
თბილისი მოლში მდებარე Hopihop-ის საბავშვო სივრცე მოლარე-კონსულტანტს ეძებს.
თუ გსურს ბავშვებთან მუშაობა, მხიარულ და მეგობრულ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა!
გრაფიკი 1:
** ნახევარ განაკვეთი, კვირაში 20 საათი: კვირაში 5 დღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 14:00-მდე (დღეში 4 საათი);
** შაბათ-კვირა დასვენების დღეებია;
** ანაზღაურება: 600 ლარი.
გრაფიკი 2:
** ნახევარი განაკვეთი, კვირაში 20 საათი, კვირაში 3 დღე (შაბათი-კვირა და ერთი სამუშაო დღე). დღეში 6 ან 7 საათი;
** 4 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 600 ლარი.
გრაფიკი 3:
** ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 17:00-დან 21:00-მდე. 4 საათი დღეში, 20 საათი კვირაში.
** ანაზღაურება: 600 ლარი.
რა იქნება შენი მოვალეობა?
** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში;
** პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება.
ვის ვეძებთ?
** მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს;
** სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი (ნახევარი განაკვეთი)", ან დაგვიკავშირდი ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.