8,628 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DNQK8907 გამოქვეყნდა 15 სექ 5 ნახვა

Ilaria

Ilaria

ბიზნესის მარკეტოლოგი

Ilaria გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს ბიზნესის მარკეტოლოგს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის პლათფორმას სთავაზობს.

  • სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
  • ანაზღაურება: 6000 ნეტი
  • ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კონკრეტული ამოცანები:

  • KPI-ების მიღწევა: ქვეყნის მარკეტინგული KPI-ების შესრულება, ბაზრის მთავარი ექსპერტის პოზიციონირება და ყველა ადგილობრივი აქტივობის ინიცირება.
  • მთავარი მაჩვენებლები (KPIs): GMV-ის ზრდა, MAU, ბრენდის ცნობადობისა და ლოიალობის გაზრდა ადგილობრივ ბაზარზე.
  • ბაზრის ექსპერტიზა: ადგილობრივი ბაზრის ყველა ასპექტის ღრმა ცოდნა და ამ ინფორმაციის ცენტრალურ გუნდამდე ეფექტიანად მიტანა.
  • სტრატეგია და ტაქტიკა: ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასახული მიზნების შესრულება.
  • ლოკალური აქტივობები: ლოკალურად რელევანტური იდეების გენერირება, დასაბუთება და გაშვება.
  • სარეკლამო კამპანიები: სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და გაშვება.
  • კროს-ფუნქციური თანამშრომლობა: მჭიდრო თანამშრომლობა კომერციულ, PR, კრეატიულ, პროდუქტისა და GR გუნდებთან.
  • ანგარიშგება: ყოველთვიური რეპორტინგი ეფექტიანობაზე, პროგრესსა და სირთულეებზე, ასევე აქტივობების ვიდეო-ანგარიშების მომზადება.
  • ლოკალიზაცია: კრეატივებისა და ტექსტების თარგმნა, ადაპტაცია და ადგილობრივი კონტექსტის მორგება.
  • სამართლებრივი და შიდა შეთანხმება: ყველა სარეკლამო მასალის (ბანერები, პოსტები, კონკურსის პირობები) შეთანხმება ადგილობრივ იურისტებთან, კომერციულ და PR გუნდებთან.
  • კონტრაქტორების მართვა: ადგილობრივი კონტრაქტორების (სააგენტოები, ფოტოგრაფები) მოძიება და მათთან მუშაობა.
  • შეხვედრების ოქმები: პროდუქტის გუნდთან შეხვედრების შემდეგ გადაწყვეტილებების ოქმის წარმოება და შედეგების გაზიარება.

მონიტორინგი და ანალიტიკა:

  • ბაზრის მონიტორინგი: სოციალური ქსელების, მედიისა და კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და მოკლე ანგარიშების გაგზავნა სამუშაო ჩატში (Telegram / Band).
  • კამპანიების ანალიზი: გაშვებული კამპანიების ეფექტიანობის ყოველთვიური ანალიზი (მონაცემების შეგროვება სარეკლამო ანგარიშებიდან და SMM პლატფორმებიდან).

ღონისძიებები და პროექტები:

  • ივენთების ორგანიზება: ლოკაციების მოძიება, ორგანიზატორებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება, ივენთ-მენეჯერის დახმარება ადგილზე.
  • ინფლუენსერ-მარკეტინგი: ადგილობრივი ბლოგერების სიის შედგენა, პირველადი მოლაპარაკებები და ყოველთვიური ბრიფინგი.
  • SMM მხარდაჭერა: ლოკალური კონტენტ-გეგმის მიწოდება (ადგილობრივი დღესასწაულები, აქტუალური თემები), კომენტარების მონიტორინგი და პრობლემური საკითხების ესკალაცია.
  • სპეციალური პროექტები: სპეცპროექტების მართვა ბრიფიდან რეალიზაციამდე (კონტრაქტორების მოძიება, კომერციული წინადადებების მომზადება და ა.შ.).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით. ** მარკეტინგის სფეროში 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია Brand/Country/Trade Marketing-ის მიმართულებით. ** მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება. ** ადგილობრივი ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტული გარემოს კარგი ცოდნა. ** მარკეტინგული KPI-ების ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება. ** ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის არხების ცოდნა. ** პროექტების, ღონისძიებებისა და გარე პარტნიორების ეფექტურად მართვის გამოცდილება. ** ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ორგანიზების უნარები. ** აუცილებელია, რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ** MS Office-ის, Google Analytics-ისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე.

აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბიზნესის მარკეტოლოგი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Ilaria
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა