9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DQ2MTFHQ გამოქვეყნდა 20 ოქტ 17 ნახვა

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი

ალტა გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე

ჩვენ ვართ "ალტა", ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის 104 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად, კომერციული ფართების მოძიება, ტექნიკური შეფასება და რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • იურიდიულ სამსახურთან კოორდინირებული მუშაობით იჯარის ხელშეკრულებების ტექნიკური პირობების შეთანხმება და მონიტორინგი;
  • ახალი ფილიალების გახსნის, რელოკაციისა და დახურვის პროექტების ინფრასტრუქტურული ნაწილის მართვა;
  • სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა, ნებართვების აღება და სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად კონტრაქტორების შერჩევა, მოლაპარაკებები და ტექნიკური დავალებების მომზადება;
  • ინფრასტრუქტურის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • არსებული ობიექტებისა და საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურების ორგანიზება, ინციდენტებზე და ავარიულ სიტუაციებში ოპერატიული რეაგირება;
  • შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ტექნიკური შესრულების უზრუნველყოფა;
  • გუნდისა და კონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო, არქიტექტურის, ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, აქედან მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • სასურველია საცალო ვაჭრობის ან კომერციული ფართების მართვის გამოცდილება;
  • საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის წაკითხვის/შეფასების უნარი, სამშენებლო მასალებისა და საბაზრო ფასების ცოდნა;
  • სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების, სამშენებლო ნებართვის გაცემის წესის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
  • MS Office, AutoCAD (ნახაზების კითხვა), MS Project ან პროექტების მართვის სხვა ინსტრუმენტი, ხარჯთაღრიცხვის პროგრამები;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და რეგიონებში მივლინების მზადყოფნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მოლაპარაკების, ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/6VPnGaoe

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა