8836 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DV5765R5 გამოქვეყნდა 30 სექ 1 ნახვა

IT Connect

IT Connect

IT ტექნიკოსი

IT Connect გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ოქტ

IT Connect აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: IT ტექნიკოსი

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები: - ქსელის კაბელების გაყვანა, დიაგნოსტიკა და აღდგენა; Rack-ის მოწყობა, ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია და Patch Pane-ზე კაბელების ორგანიზება; - კომპიუტერული და ქსელური ტექნიკის დისტრიბუცია, მონტაჟი და ტექნიკური გამართვა; - ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewa) კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა; - სერვერული ოთახების მოწესრიგებისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; - ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია და კომუნიკაცია; - მონიტორინგის სენსორების, ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია; - საკონფერენციო სივრცეების აუდიო/ვიდეო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა; - მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტები ტექნიკური მხარდაჭერისა და საჭირო სამუშაოების შესრულების მიზნით, შესაბამისი რეპორტინგით; - Hepdesk სისტემაში მომხმარებლების ტექნიკური საკითხების რეგისტრაცია, თიქეტების დამუშავება და შესრულების მონიტორინგი; - კრიტიკულ ტექნიკურ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება და პრობლემების დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი ან პროფესიული განათლება IT, ქსელური ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით; - IT ტექნიკოსის, ქსელის ადმინისტრატორის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - ქსელური ინფრასტრუქტურის, კაბელირების, Rack-ის, Patch Pane-ისა და ქსელური მოწყობილობების პრაქტიკული ცოდნა; - Router, Switch და Firewa მოწყობილობების კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ცოდნა; - ვიდეომეთვალყურეობისა და აუდიო/ვიდეო სისტემების ინსტალაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ტექნიკური პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების, დიაგნოსტიკისა და დამოუკიდებლად აღმოფხვრის უნარი; - Hepdesk სისტემებთან მუშაობისა და ტექნიკური საკითხების დოკუმენტირების გამოცდილება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ოპერატიულობა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;

პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
IT Connect
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა