8939 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DVCE5Y92 გამოქვეყნდა 28 სექ 25 ნახვა

ნიკორა ტრეიდი

ნიკორა ტრეიდი

საწყობის მიმღები

ნიკორა ტრეიდი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ლოგისტიკა / მძღოლები
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1200–1500 / თვეში ბოლო ვადა: 3 ოქტ

სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.

წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.

სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.

შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე

ჩვენ გთავაზობთ: - ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1250-1500 ლარს + ბონუსს - შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს - სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას - ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას - ანაზღაურებად სტაჟირებას - ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას - დასაქმებას შეხვედრის დღესვე - კარიერული წინსვლის შესაძლებლობას 3-6 თვის შემდეგ და გაზრდილ ანაზღაურებას - მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს

ფუნქცია-მოვალეობები: - ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება FIFO-ს წესებისა და ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით - ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადებისა და მარაგების რეგულარული კონტროლი - ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი - ფილიალში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა - საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის სივრცის პროდუქციით მომარაგება

სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Dqam6c

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნიკორა ტრეიდი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა