8,919 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E1QGYN55 გამოქვეყნდა 24 სექ 10 ნახვა

ჰანიველ ცემენტი

ჰანიველ ცემენტი

თბომავლის მემანქანის თანაშემწე

ჰანიველ ცემენტი გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას თბომავლის მემანქანის თანაშემწის პოზიციაზე სუფსაში არსებულ ცემენტის ტერმინალზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ლოკაცია: სოფ. სუფსა (ცემენტის ტერმინალი);
  • სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის ცვლები;
  • ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1.

ძირითადი მოვალეობები:

  • ვაგონების სამუშაო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
  • ვაგონების გადატანისას სადგურის მორიგის ინფორმირება;
  • სამანევრო სამუშაოების დაწყებამდე სავალი გზისა და გაბარიტების მდგომარეობის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის პირად უსაფრთხოებას;
  • სამანევრო საქმიანობის ინსტრუქციის ცოდნა;
  • ვაგონების ჩაბმისას ან ჩახსნისას განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა;
  • სარკინიგზო ხაზებზე სისუფთავის დაცვა;
  • სასწორის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • შემოსული და გასული სამანქანო ტვირთების აღრიცხვა და რეპორტირება;
  • გასული ტვირთების ზუსტი აწონვა და სასწორის პროგრამაში დაფიქსირება;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

სასურველია გქონდეთ:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • თბომავლის თანაშემწის მოწმობა;
  • სასურველია ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

"ჰანიველ ცემენტში" თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.

ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:

  • სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
  • კვების თანხის უზრუნველყოფას;
  • ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — თბომავლის მემანქანის თანაშემწე (სუფსა).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჰანიველ ცემენტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა