9,077 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E28RZSP3 გამოქვეყნდა 17 სექ 4 ნახვა

ჰანიველ ცემენტი

ჰანიველ ცემენტი

სტაჟირება - ლაბორანტ-ანალიტიკოსი

ჰანიველ ცემენტი გარე განცხადება
რუსთავი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში ლაბორანტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2 სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა. სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

  • განრიგის მიხედვით სინჯების აღება და მოტანა;
  • კლინკერის და ცემენტის ანალიზების გაკეთება XRF, XRD-ზე და გრანულომეტრზე;
  • ჩატარებული ანალიზების შედეგების დროული გაციფრულება;
  • დარღვევების შემთხვევაში ცვლის უფროსის დროული ინფორმირება;
  • დაიცვას მოწყობილობების და ლაბორატორიული აპარატურის ექსპლუატაციის წესები;
  • ცვლის მიღება ჩაბარების ჟურნალის გაცნობა და შევსება;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ქიმიის ან მჭიდა მასალების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Offices კარგი ცოდნა;
  • მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.

ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:

  • სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის
  • კვების უზრუნველყოფას - ცემენტის ქარხნებში სრულად
  • ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და საჭირო ტრენინგებს კარიერული ზრდისთვის

ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი - ლაბორანტ-ანალიტიკოსი (კასპი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჰანიველ ცემენტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა