8300 live vacancies
← All vacancies

E80AP4SS Posted 27 Aug 3 views

ფილიალის მენეჯერის თანაშემწე

ჯიბე cash & carry via jobs.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1700 / month Apply by

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

ფილიალი: ქ. თბილისი, პ. დათუაშვილი N7 სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (კვირაში 6 დღე) ანაზღაურება: 1700 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500-1600)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება; ** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა); ** პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის; ** სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით; ** სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა; ** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება; ** "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა") ** დადგენილი პერიოდულობით, მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის; ** დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება; ** საწყობის მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქცია-მოვალეობების ნაწილობრივ შესრულება, მაღაზიის მენეჯერთან შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; ** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/nznAX5lb

Report this

About the employer
ჯიბე cash & carry
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free