საწყობის თანამშრომელი - მტვირთავი
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელი - მტვირთავის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები: - ოფისებში და საწყობში ინვენტარის გადაადგილება-დალაგება, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და განთავსება მენეჯერის დავალების შესაბამისად; - შესყიდული პროდუქციის მიღება, დოკუმენტის მიხედვით მითვლა და საწყობში დალაგება სახეობების მიხედვით, მარაგში არსებული ნაშთების პერიოდული გადათვლა და სამეურნეო სამსახურის მენეჯერისთვის წარდგენა; - მოთხოვნის შესაბამისად საოფისე ინვენტარის, კომპიუტერული ტექნიკის, საკანცელარიო საგნებისა და ჰიგიენური საშუალებების საწყობიდან ოფისებში გადატანა (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება) და ჩაბარება მიმღებზე; - გენერატორებში საწვავის ავზის შევსება საწვავით; - სასმელი წყლის დისპანსერების მომსახურება, წყლის ბალონების ჩანაცვლება; - ოფისებში სხვდასხვა მცირე დაზიანებების აღმოფხვრა: სავარძლის დაზიანებული დეტალის შეცვლა, ავეჯის დაზიანებული ფურნიტურის შეცვლა, ნათურის გამოცვლა, ონკანის კარტრიჯის შეცვლა, (ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოების მოხმარება როგორიცაა: ბურღი; კუთხსახეხი; სახრახნისი, ქანჩის გასაღები და ა.შ.); - უსაფრთხოების ნორმების დაცვა; - ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად.
მოთხოვნები: - უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა; - ორგანიზებულობა; - პუნქტუალურობა; - გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3j2ke1hc
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.