გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

F6KTACYA გამოქვეყნდა 4 ნოე 15 ნახვა

ხარჯთაღმრიცხველი/შესყიდვების სპეციალისტი

სთათიკ ლინკ გარე განცხადება
₾2500 / თვეში +30% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,916 ₾ · 33 განცხადება ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

"სთათიქ ლინკში" ხარჯთაღმრიცხველის/შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსია გვაქვს!

"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2022 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/StaticLinkGeorgia/

რას გთავაზობთ

  • ანაზღაურება: 2500 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების 1;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00.

რა ბენეფიტებს მიიღებთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • Fitpass;
  • საწვავის ბარათი/ტალონი;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო;
  • სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები.

რისი გაკეთება მოგიწევთ

  • პროექტის სავარაუდო ღირებულების გამოთვლა ნახაზებისა და სპეციფიკის საფუძველზე, არსებული სტანდარტებისა და მასალების შესაბამისად;
  • მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
  • აქტებისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულების დამტკიცება;
  • შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახრების ანალიზი დაგეგმილ ბიუჯეტთან მიმართებაში;
  • პროექტის დასასრულს ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში საპროექტო და ტექნიკურ ჯგუფებთან კონსულტირება.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ

  • სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინჟინერიის, ფინანსების ან ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საინჟინრო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტაცია;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე.

განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

STATIC LINK მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა