9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FD75N987 გამოქვეყნდა 16 ოქტ 40 ნახვა

მენეჯერი

MClub გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე

"MClub" წარმოადგენს სილამაზის ცენტრს, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებასა და პროფესიონალიზმზე.

ცენტრი აერთიანებს სილამაზის სფეროს პროფესიონალებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მომსახურების ხარისხს, ინდივიდუალურ მიდგომასა და მომხმარებელთა კმაყოფილებას.

სილამაზის სალონი "MClub" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 2/2

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალონის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
  • მომხმარებელთა ვიზიტების დაგეგმვა, ჩაწერის პროცესისა და სამუშაო განრიგის კოორდინაცია;
  • სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებსა და მომხმარებელთა შეკითხვებზე დროული რეაგირება;
  • სტუმრების დახვედრა, კომფორტული გარემოს შექმნა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • სალონის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაო გრაფიკების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
  • თანამშრომელთა შორის ფუნქციების ეფექტიანი გადანაწილებისა და გუნდური მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სალონში სისუფთავის, წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • სალონისთვის საჭირო პროდუქციის, მასალებისა და ინვენტარის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება;
  • სალონის ფინანსური ოპერაციებისა და გადახდების ყოველდღიური კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხისა და სალონის სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი ინიციატივების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • ადმინისტრაციულ, მენეჯერულ ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სილამაზის სალონში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამორჩეული კომუნიკაციისა და სტუმართმოყვარეობის უნარი;
  • კეთილგანწყობილი და პოზიტიური დამოკიდებულება;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • მოწესრიგებულობა და პროფესიული ეტიკეტის დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე, არაუგვიანეს 2026 წლის 16 ნოემბრისა. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება-"სილამაზის სალონის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა