დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი
- გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე
- მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64
ძირითადი მოვალეობები:
- აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
- შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
- ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
- საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება;
- პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის შესწავლა და მოხმარება.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
- პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
- ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
- საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი
ჩვენი უპირატესობები:
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.