სტაჟირება ანაზღაურების გარეშე
Опубликовано 13 ноя (осталось 31 дн.) Приём откликов до 14 дек
მონტესორის ადრეული სწავლების ცენტრი MONTESSORI EARLY LEARNING CENTER აცხადებს სტაჟირებას ანაზღაურების გარეშე.
გთავაზობთ:
მონტესორის კლასში მუშაობის გამოცდილებას 3 თვემდე ვადით, უნივერსიტეტში სწავლის გრაფიკთან შეთავსებით ხართ უნივერსიტეტის სტუდენტი და გაინტერესებთ ბავშვთა ადრეული განათლების საკითხები, მონტესორის მიდგომა? მონტესორის ადრეული სწავლების ცენტრი გთავაზობთ შესაძლებლობას, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სასწავლო გარემოში, გამოცდილი მონტესორის მასწავლებლების სუპერვიზიითა და ხელმძღვანელობით.
სტაჟირების დეტალები
- ხანგრძლივობა: 3 თვემდე
- ანაზღაურება: სტაჟირება ანაზღაურების გარეშე
- გრაფიკი: შეთანხმებით; შესაძლებლობის ფარგლებში მოქნილია და ითვალისწინებს უნივერსიტეტში სწავლის განრიგს
- სუპერვიზია: იმუშავებთ მონტესორის მასწავლებლებთან ერთად და გექნებათ შესაძლებლობა ისწავლოთ მათგან.
მიიღებთ
- პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას მონტესორის ადრეული სწავლების გარემოში
- გამოცდილებას მონტესორის კლასის რუტინის შესახებ, მასალების და სწავლების პრაქტიკის შესახებ
- გამოცდილებას კლასის მომზადებასა და ასაკის შესაბამისი სასწავლო აქტივობების მხარდაჭერაში, მასწავლებლის სუპერვიზიით
- გექნებათ შესაძლებლობა დააკავშიროთ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალურ საგანმანათლებლო პრაქტიკასთან
- სტაჟირების დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს
- სარეკომენდაციო წერილს სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, რომელიც პოტენციურ დამსაქმებლებს შეგეძლებათ გაუზიაროთ.
ვის ველოდებით:
უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აინტერესებთ ბავშვის განვითარება, ბავშვთა ადრეული განათლება და მონტესორის სწავლების მეთოდი და რომლებიც მზად არიან ისწავლონ, აღნიშნულ პროცესში თავიანთი წვლილი შეიტანონ პასუხისმგებლობით და გაითვალისწინონ ცენტრის გუნდის წარმომადგენლების რჩევები.
განაცხადის გაგზავნა:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ელ. მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ: Unpaid Internship.
ენები
- ქართული (სავალდებულოა);
- რუსული და ინგლისური ორივე ენა ერთად B2 დონეზე სასურველია, მინიმუმ ერთ-ერთი ენა რუსული ან ინგლისური სავალდებულოა.