9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FWEQJGB8 გამოქვეყნდა 10 ოქტ 39 ნახვა

პროექტების მენეჯერი

ალუმაქსი 25 გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

შპს „ალუმაქსი 25“ - ალუმინის კარ-ფანჯრის, კარებებისა და სლაიდინგ სისტემების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც შეძლებს პროექტის სრულად მართვას - კლიენტთან პირველი კომუნიკაციიდან წარმოებასა და საბოლოო ჩაბარებამდე.

ძირითადი მოვალეობები: - კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების განსაზღვრა; - ობიექტის დათვალიერება და საჭირო ზომებისა და ტექნიკური ინფორმაციის შეგროვება; - პროექტის ტექნიკური დავალების მომზადება; - ალუმინის კარ-ფანჯრისა და სლაიდინგ სისტემების კონფიგურაციის განსაზღვრა; - კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობა; - პროექტის წარმოებისთვის გადაცემა და წარმოების პროცესის კონტროლი; - წარმოების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ვადების დაგეგმვა; - სხვადასხვა დეპარტამენტისა და თანამშრომლის საქმიანობის კოორდინაცია; - კლიენტისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის ორგანიზება; - დასრულებული პროექტის კლიენტისთვის ჩაბარების პროცესის მართვა; - პროექტის დოკუმენტაციისა და სამუშაო სტატუსების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პროექტების მენეჯერის, გაყიდვების მენეჯერის, სამშენებლო ან საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ტექნიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; - კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის მართვისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი; - MS Office-ის ცოდნა.

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV. საკონტაქტო პირი | გიორგი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა