პროდუქტის დიზაინერი
STIPFOLD მუშაობს ინოვაციურ არქიტექტურულ, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის პროექტებზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფორმას, ესთეტიკას და დეტალებს.
გვსურს ვიმუშაოთ შემოქმედებით და მოტივირებულ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, აინტერესებთ დიზაინის ახალი შესაძლებლობების კვლევა და შეუძლიათ შემოქმედებითი იდეების სამგანზომილებიან მოდელებად გარდაქმნა.
პროდუქტის დიზაინერი
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- პროდუქტის დიზაინის კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა;
- დიზაინის კონცეფციების მიხედვით სამგანზომილებიანი მოდელების შექმნა Rhino-ში;
- პროდუქტის დიზაინის მომზადება ვიზუალიზაციისა და შემდგომი ტექნიკური დამუშავებისთვის.
სავალდებულო მოთხოვნები:
- Rhino-ს სრულყოფილად ცოდნა;
- სამგანზომილებიანი მოდელირებისა და რთული გეომეტრიული ფორმების დამუშავების უნარი;
- შესაბამის პოზიციაზე 1-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
ანაზღაურება: ფიქსირებული - 3000 ლარი; სამუშაო საათები: ორშ - პარ 09:00 - 18:00
I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება; II ეტაპი - დავალების შესრულება.
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.
თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Product Designer.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.