ბუღალტერი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს ბუღალტრის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება - ბუღალტერი. ანაზღაურება - 3200 ლარი. სამუშაო ადგილი - თბილისი.
სამუშაოს აღწერა:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** შრომის ანაზღაურების გაანგარიშება, საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვა; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება; ** სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის კვარტალური ინფორმაციის მომზადება; ** საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება, გაფორმება, შენახვა; ** სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი დასკვნის შესაბამისად ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელება; ** სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა; ** არაფინანსური აქტივების აღრიცხვა და მათზე ოპერაციების წარმოება; ** ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის დოკუმენტების დამუშავება; ** სახელმწიფო ხაზინის მომსახურების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა; ** ბუღალტრული გატარებების/ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამა ორისში; ** შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრი. სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანება; ** "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება; ** "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანება; ** საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება "დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ"; ** "პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება; ** "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ** საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.
ენების ცოდნის დონე:
ენა / წერითი უნარები / მეტყველება:
** ინგლისური / B1 / B1
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე:
** Microsoft Office Word / კარგი ** Microsoft Office Excel / კარგი ** Microsoft Office PowerPoint / კარგი ** Microsoft Office Outlook / კარგი ** ORIS / კარგი
დამატებითი მოთხოვნები: საბიუჯეტო ორგანიზაციაში ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა; ** დაგეგმვისა და მართვის უნარები; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირება; ** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99082?active=1