9837 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G0FGZK6G გამოქვეყნდა 13 ოქტ 55 ნახვა

ფილიალის მენეჯერი

გრანდ ელექტრონიქსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის N2 (ურბან მოლი); გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალის გამართულად ფუნქციონირებაზე და გაყიდვების განვითარებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების სრულად დაცვა;
  • მაღაზიაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა და კონტროლი;
  • ფილიალში ყველა რგოლის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიაში ტექნიკის განლაგების, დახლების, ფას-მაჩვენებლების, ინვენტარის, დანადგარებისა და სხვა ტექნიკური მხარის სრულად კონტროლი;
  • სრული საფინანსო კონტროლი, ნაღდი და უნაღდო ფულადი მიმოცვლის მონიტორინგი;
  • საწყობის სრული კონტროლი;
  • საწყობის დროული მომარაგება მისამართებზე მისაწოდებელი ნივთებით;
  • პროდუქციის კონტროლი გადაზიდვა/დისტრიბუცია კომპანიის საწყობებში, სავაჭრო ობიექტებში და მომხმარებლებთან;
  • განსაზღვრულ მისამართებზე დოკუმენტაციის მომზადება კონკრეტული მანქანების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა